ხმაური მოსეშვილის ქუჩაზე – მაცხოვრებლები ეზოში მშენებლობას აპროტესტებენ

  თბილისში, მოსეშვილის ქუჩის 3 ნომერში მცხოვრებლები ეზოში მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებენ. მოსახლეობა და სამშენობლო კომპანიის წარმომადგენლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა საპატრულო პოლიციას სთხოვდა მშნებლებისთვის კედლის აშენების უფლება არ მიეცათ. მათი თქმით, კედლის მშენებლობა უკანონოა და მისი მშენებლობით კორპუსი ავარიული გახდება.
მოსაშვილის 3 ნომერში დილიდან იმყოფებოდა მერიის ზედამხედველობის სამსახური და მათ კედლის მონტაჟის შეწყვეტის შესახებ დადგენილება მიიღეს. კომპანია 5 ათასი ლარით დააჯარიმეს, თუმცა მშენებლობა არ შეწყვეტილა. ადგილზე მივიდა ვაკის გამგებელი გივი ჭიჭინაძეც. მისი თქმით, გადაწყვეტილებას მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მიიღებენ. „მერიის სამსახურს ჰქონდა რეაგირება. შეაჩერა მშნებლობა და ახლა უკვე ჩვენ არ ხელგველეწიფება არაფერი. აღსრულების ბიურო იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის და მათ უნდა იმოქმედონ“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები