ირაკლი ლექვინაძე მოლდოვეთის კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ მოლდოვეთის რესპუბლიკის კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარესთან, ალექსეი გერთეშუსთან სამუშაო შეხვედრა გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ამას გარდა, ირაკლი ლექვინაძემ და ალექსეი გერთეშუმ, 16-17 ნოემბერს, თბილისში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების” მიმდინარეობა განიხილეს. კონფერენციას, რომელიც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, კომუნიკაციების კომისიის და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით იგეგმება, 200-მდე მონაწილე და 20 ქვეყნის დელეგაცია დაესწრება. მათ შორის,
სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის, ადგილობრივი და საერთაშორისო კოლეგა უწყებების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები, ბიზნეს, არასამთავრობო და აკადემიური სექტორის წევრები.