სოზარ სუბარმა აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების საფლავები გვირგვინით შეამკო

 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და მინისტრის მოადგილემ გოგი ფაცაციამ ვაშლიჯვრის სასაფლაოზე აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების საფლავები გვირგვინით შეამკეს. მინისტრი და მოადგილეები ომში დაღუპული გმირების მშობლებსაც შეხვდნენ.
„ყველაზე ტკივილიანი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ომის დაწყების დღეა, ომისა, რომელსაც ათასობით ადამიანის, ათასობით უდანაშაულო ბიჭის სიცოცხლე შეეწირა. ესენი იყვნენ პატრიოტები, რომლებიც იბრძოდნენ სამშობლოსთვის, ისევე როგორც მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის. ეს სასაფლაო გამორჩეულია იმით, რომ აქ არის იმ ადამიანების საფლავები, რომელთა გადმოსვენებაც მოხერხდა და ვიცით, ვინ არიან. არის უბრალოდ სასაფლაოები, სადაც წერია გვარი და სახელები იმ ბიჭებისა, რომელთა მონახვა და იდენტიფიცირება ჯერ ვერ მომხდარა, მაგრამ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ძალიან დიდი საქმე გააკეთა დავით დარახველიძემ, რომელმაც ბიჭების გადმოსვენების წლობით გადაუწყვეტელი პრობლემა მოაგვარა. ნაწილის გადმოსვენება მოხერხდა და ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას. განუზომელია უშუალოდ მშობლების, დედების ღვაწლი. მათ პირდაპირი კონტაქტი აქვთ აფხაზ მშობლებთან და ორმხრივი ურთიერთობით ძალიან ბევრი საქმე მოაგვარეს. იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, იმ ბიჭების უმრავლესობის დაკარგული საფლავების მოძიება, გადმოსვენება და იდენტიფიცირებაც მოხდება“, – განაცხადა მინისტრმა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები