ლანა ღოღობერიძის ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება
16-20 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი რეჟისორ ლანა ღოღობერიძის ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მაყურებელი იხილავს 1950-იან 2010-იან წლებში გადაღებულ ფილმებს: „გელათი“ (1957), „ერთი ცის ქვეშ“ (1961), „მე ვხედავ მზეს“ (1965), „ფერისცვალება“ (1968), „როცა აყვავდა ნუში“ (1972), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978), „დღეს ღამე უთენებია“ (1984), „ორომტრიალი“ (1986) და „ოქროს ძაფი“ (2019).
რეტროსპექტივის პროგრამა:
16 ნოემბერი,19:00 საათი
„გელათი“ (1957) – 20წთ;
„ერთი ცის ქვეშ“ (1961) – 80წთ.
17 ნოემბერი, 19:00 საათი
„მე ვხედავ მზეს“ (1965) – 86წთ.
18 ნოემბერი
17:00 საათი – „ფერისცვალება“ (1968) – 81წთ;
19:00 საათი – „როცა აყვავდა ნუში“ (1972) – 75წთ.
19 ნოემბერი
17:00 საათი – „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978) – 95წთ;
19:00 საათი – „დღეს ღამე უთენებია“ (1984) – 105წთ.
20 ნოემბერი
17:00 საათი – „ორომტრიალი“ (1986) – 97წთ.
19:00 საათი – „ოქროს ძაფი“ (2019) – 91წთ.
კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია