დავით ნარმანია „112“-ს ესტუმრა

   ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი – „112“ დაათვალიერა. ცენტრის მუშაობის სპეციფიკა მერს „112“-ის დირექტორმა გიორგი ბიჭაშვილმა გააცნო. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით ნარმანიასა და გიორგი ბიჭაშვილის შეხვედრის მთავარი თემები თბილისში, სასწრაფოს ბრიგადების დამატების საჭიროებასა და სახანძრო-სამაშველო გამოძახებებზე სერვისის გაუმჯობესებას შეეხებოდა. შეხვედრაზე „112“-ის წარმომადგენლებმა დავით ნარმანიას, პრეზენტაციის სახით, ცენტრში განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები გააცნეს. მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტსა და მერიას შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებიც განიხილეს. სტუმრებმა „112“-ის ცენტრი დაათვალიერეს და დააკვირდნენ სამუშაო პროცესს. დავით ნარმანია ოპერატორების მუშაობის პირობებითაც დაინტერესდა. ასევე ყურადღება გამახვილდა გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ერთ ნომერზე დარეკვით ყველა საგანგებო სამსახურთან დაკავშირება მაქსიმალურად მოკლე დროში ხდება. შეხვედრის დასასრულს „112“-ის დირექტორმა სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები