„კაზანტიპის“ პრეზიდენტი 20-30 აგვისტომდე საქართველოში სექსზე უარი თქმის ინიციატივით გამოდის

   „კაზანტიპის“ პრეზიდენტი სასულიერო პირების არშეშვებას უსაფრთხოების ზომებით ხსნის. ნიკიტა მარშუნოკის განცხადებით, „კაზანტიპის“ ტერიტორიაზე ჩამოტანილია ძვირადღირებული ტექნიკა და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
„ეს ადამიანები ემოციების ქვეშ არიან, მე მათ დამშვიდებისკენ მოვუწოდებ და ასევე გამოვდივარ ინიციატივით, რომ გაიმართოს დიალოგი. ჩვენ არ ვაპირებთ ნარკოტიკების შემოტანას. აქციის მონაწილეებს, ვფიქრობ, რომ ფესტივალის შესახებ სწორი ინფორმაცია არ აქვთ“, – აცხადებს ნიკიტა მარშუნოკი.
ამასთან, იგი ინიციატივით გამოდის, რომ 20-დან 30 აგვისტომდე საქართველოში სექსზე უარი თქვან. შეგახსენებთ, რომ ანაკლიაში სასულიერო პირებისა და მრევლის მონაწილეობით აქცია-მსვლელობა გაიმართა. აქციის მონაწილეები პოლიციამ „კაზანტიპის“ ტერიტორიაზე არ შეუშვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები