ხანძარი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე – წიწვოვანი ნარგავების გადარჩენას 10 სახანძრო ბრიგადა ცდილობს

ხანძარი თბილისის ზღვასთან. ზურაბ წერეთლის მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიასთან ცეცხლის შედეგად წიწვოვანი ნარგავები იწვის. ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო და სახანძრო მართვის დეპარტამენტიდან აცნობეს. ადგილზე მობილიზებულია ათი სახანძროს მანქანა. თანამშრომლები ამ დროისთვის ცეცხლის ლიკვიდაციას ცდილობენ. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. წინასწარი ვერსიით, ცეცხლი მწვანე ნარგავებს მოსახლეობის დაუდევრობით გაუჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები