დავით უსუფაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე დაიქცევა ქვეყანა? – არ მგონია

“ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე მოვლენებს ოპოზიციონერები ეხმაურებიან. “ლელოს” წევრის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ქვეყანას ძლიერი პარტიები სჭირდება.  

„ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებული მოვლენები გავლენას ოპოზიციაზე თუ იქონიებს? ქვეყანას სჭირდება ჯანმრთელი და ძლიერი პარტიები. პარტია არ არის მოცემულობა, ის დინამიკური პროცესია, ეს არ არის კონსტიტუციური ინსტიტუტი. პარტიას აქვს თავისი განვითარების ეპოქები და პერიოდები. „ნაციონალური მოძრაობაა“ ქვეყნის გადარჩენის საუკეთესო საშუალება? – არა, მე მგონია, რომ „ლელოა“. „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე დაიქცევა ქვეყანა? – არ მგონია, რადგან გაჩნდება სხვა პარტიები ისე, როგორც ასე ყოფილა. ძალიან მშვიდად შევხედოთ ამ ამბებს, ასე იქნება ხოლმე, მრავალპარტიულობა ნიშნავს იმას, რომ პარტიებს ექნებათ კარგი პერიოდები, რთული პერიოდები“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები