ირაკლი ჩიქოვანი: ჩეხეთში ვისაუბრებთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და 12 პუნქტის შესრულებაზე

ჩეხეთში ვიზიტისას ვისაუბრებთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და 12 პუნქტის შესრულებაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. 

მისივე თქმით, საქართველოსა და ჩეხეთს ინტენსიური და მნიშვნელოვანი თანამშრომლობა აკავშირებს.

„საქართველოსა და ჩეხეთს აქვთ ინტენსიური თანამშრომლობა. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ჩეხეთთან, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანასთან. გვექნება შეხვედრები ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და შევხვდებით მინისტრის მოადგილეს, რომლის უშუალო პასუხისმგებლობაა ევროკავშირი და საქართველოსთან ურთიერთობები. ასევე, გვექნება შეხვედრები ჩეხეთის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატაში. ჩეხეთში ვისაუბრებთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და 12 პუნქტის შესრულებაზე“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკის ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები