პრემიერმინისტრმა ირანის ახლად დანიშნულ ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მაჰმუდ ადიბის შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრისას ითქვა, რომ 2022 წელს საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება, რაც საიუბილეო თარიღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები