საქართველოს რეგიონებში 5 ეკრანზე კინო დაბრუნდება

7-15 ნოემბრის კვირაში გორში, კასპში, ამბროლაურში, ლაგოდეხში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში წლების წინ ჩამქრალ 5 ეკრანზე კინო დაბრუნდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ეს ინიციატივა ეკუთვნით ახალგაზრდებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ, ისინი ერთმანეთს დაუკავშირდნენ და „ქსელი“ შექმნეს.
„ქსელი“ – საერთო იდეებისა და გამოწვევების ირგვლივ გაერთიანებული ადამიანებისა და ორგანიზაციების კავშირია. მიტოვებული კულტურული სივრცეების ერთდროულად გაცოცხლების პროექტი კი ქსელის წევრების პირველი დიდი ნაბიჯი და შემდგარი თანამშრომლობაა.
ქსელის მიზანია, ახალგაზრდებს და ადგილობრივი თემის წევრებს სოფლებსა და ქალაქებში დაუბრუნოს სოციალურ-კულტურულ აქტივობებში მონაწილეობის საშუალება – მრავალფეროვანი, შემოქმედებითი და მხარდამჭერი სივრცეების შექმნით.
ღონისძიებათა ციკლის მთავარი მიზანი კი „ქსელის” იდეების და სამომავლო გეგმების „გამომზეურება” და თანამოაზრეების შემოკრებაცაა.
მიტოვებული კინოთეატრებისა და კულტურის სახლების გაცოცხლების კვირეული ამ სივრცეებში წარსულის დაბრუნებას კი არა, მათში მომავლის წარმოდგენას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები