„ჩვენ გავაძლიერებთ მუშაობას ჩვენი პარტნიორების კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების მხარდასაჭერად“ – ჯოზეფ ბორელი
ჩვენ გავაძლიერებთ მუშაობას ჩვენი პარტნიორების კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების მხარდასაჭერად, – ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ევროკავშირის სამხედრო მობილობისა და კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას ეხებოდა.
მისი თქმით, კიბერუსაფრთხოების გეგმის განხორციელებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უხელმძღვანელებენ, რომლებსაც აქვთ შესაბამისი ინსტრუმენტები და ინიციატივები.
„გავაძლიერებთ ჩვენს მუშაობას ჩვენი პარტნიორების კიბერთავდაცვის უნარიანობის დასახმარებლად. ჩვენ ამას ვაკეთებთ ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით, მხარს ვუჭერთ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას და ვცდილობთ წინსვლას სხვებთან ერთად, განსაკუთრებით დასავლეთ ბალკანეთთან, სადაც ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად, ალბანეთი – კიბერშეტევების მსხვერპლია“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.