მიხეილ დაუშვილი: “ნაციონალური მოძრაობის” ერთადერთი მიზანია ძალაუფლების ხელში ჩაგდება ყველაფრის ფასად 

ირონია იცით, რაშია? „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვდა მთავრობის გადადგომას და დღეს თავიანთი თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ, – ასე აფასებს “საქართველოსთვის” წევრი, მიხეილ დაუშვილი “ნაცმოძრაობაში” მიმდინარე მოვლენებს.

მისივე თქმით,  “ნაცმოძრაობის” ერთადერთი მიზანია ძალაუფლების ხელში ჩაგდება ყველაფრის ფასად და არა – ქვეყნის ევროინტეგრაცია ან კიდევ დემოკრატიზაცია

“დღეს ქვეყანას იმდენად დიდი გამოწვევები უდგას, მთავარი განსახილველი თემა არ უნდა იყოს, რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“.
კიდევ მეტად დასანანია, რომ როგორც თავის თავს ეძახიან ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, ამ უმძიმეს დროში, ნაცვლად იმისა, რომ დაკავებული იყოს სტრუქტურული რეფორმების გატარებაში ჩართულობით, დაკავებულია თავისი შიდაპარტიული ძალაუფლების გადანაწილებით. მათი ერთადერთი მიზანია ძალაუფლების ხელში ჩაგდება ყველაფრის ფასად და არა ქვეყნის ევროინტეგრაცია ან კიდევ დემოკრატიზაცია. ირონია იცით, რაშია? „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვდა მთავრობის გადადგომას და დღეს თავიანთი თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები