„ნიკო ფიროსმანის შემოქმედების აღქმა ისტორიოგრაფიულ დისკურსში“ – საჯარო ლექცია გაიმართება

11 ნოემბერს, 16 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, გაიმართება საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი-ემერიტუსის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, ირინე აბესაძის საჯარო ლექცია: „ნიკო ფიროსმანის შემოქმედების აღქმა ისტორიოგრაფიულ დისკურსში“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ლექციაზე განხილული იქნება ნიკო ფიროსმანის შემოქმედების „აღმოჩენიდან“ (1913) – დღემდე მისი ფენომენის საზოგადოებრივი გააზრების ტენდენციები, ფიროსმანოლოგიური კვლევის არსებული სტრატეგიები და განვითარების პერსპექტივები. გაანალიზდება  ნიკო ფიროსმანის ფენომენთან სხვადასხვა ისტორიულ ეტაპზე არსებული პოლიტიკური კონიუნქტურის დამოკიდებულება.
ირინე აბესაძე ქართველი მხატვრების შესახებ გამოცემული მრავალი პუბლიკაციის სტატიისა და მონოგრაფიული კვლევის ავტორია, მათ შორისაა: მხატვარ თენგიზ მირზაშვილთან ერთად თანაავტორობით კვლევა ფიროსმანის შესახებ და მისი ავტორობით გამოცემული წიგნი -„ყველაფერი ფიროსმანის შესახებ“. მნიშვნელოვანია ხელოვნებათმცოდნის მოხსენებები ფიროსმანისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ინტერდისციპლინარულ კონფერენციაზე – „ფიროსმანი და ქართული კულტურა“ (2014) და ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო სესიაზე – „ფიროსმანი დღეს“ (2018).
ლექციაზე დასწრება თავისუფალია.
მის: რუსთაველის გამზირი 11.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები