“დამტკიცდა, რომ “ნაცმოძრაობის” ტელევიზიების გაკეთებული სიუჟეტები იყო თავდაცვის მექანიზმი, რათა ტრანსნაციონალური გამოძიება არ გასულიყო კონკრეტულ კვალზე ” – მამუკა მდინარაძე – “ქოლ ცენტრების” საქმეზე

მე მახსენდება ასობით თუ არა, ათობით სიუჟეტი “ნაცმოძრაობის” ტელევიზიების მიერ გაკეთებული, რომლებიც, თურმე, დღეს უკვე დამტკიცდა და აღმოჩნდა, რომ იყო თავდაცვის მექანიზმი, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ  “ქოლ ცენტრების” საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სიუჟეტები ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიების მიერ კეთდებოდა იმ მიზნით, რომ დაეზიანებინათ სახელმწიფო და მმართველი პარტია.

“სად მიდის კვალი, ამასაც რომ თავი დავანებოთ, მე მახსენდება ასობით თუ არა, ათობით სიუჟეტი “ნაცმოძრაობის” ტელევიზიების მიერ გაკეთებული, რომლებიც თურმე, დღეს უკვე დამტკიცდა და აღმოჩნდა, რომ იყო თავდაცვის მექანიზმი, რომ ტრანსნაციონალური გამოძიება არ გასულიყო კონკრეტულ კვალზე.

დღეს უკვე არსებობს უტყუარი მტკიცებულება, რომ, გარდა იმ მიზნისა, რომ დაეზიანებინათ ხელისუფლება, ვის არ დააბრალეს, რომელ ცნობილ ადამიანს არ დააბრალეს ისეთს, რომ მერე “ქართული ოცნებისკენ” წასულიყო ეს ისრები იმისათვის, რომ ერთი – დაეზიანებინათ სახელმწიფო, დაეზიანებინათ მმართველი პარტია, და მეორე – თურმე თავს იცავდნენ კონკრეტულ კვალზე გასვლისგან, მაგრამ, როგორც ჩანს, დაუფარავი, ისევე როგორც სხვა შემთხვევაში არაფერი რჩება და ტრანსნაციონალური გამოძიება გავიდა კონკრეტულ კვალზე, რომელიც ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, გამორიცხავს იმას, რასაც ისინი ლაპარაკობდნენ კატეგორიულად და ადასტურებს, რომ ყველა სიუჟეტი, რაც მათი მხრიდან გაკეთდა, იყო თავდასხმა თავდაცვისათვის,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები