“სწორი გადაწყვეტილებაა” – ერდოღანი ხერსონიდან რუსული ჯარების გაყვანაზე

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ხერსონიდან რუსული ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება სწორია.

ამის შესახებ TRT Haber წერს.

„​ხერსონთან დაკავშირებით რუსეთის გადაწყვეტილება არის პოზიტიური გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. არ ვიცი, მიიღებს თუ არა რუსეთი G20 სამიტში მონაწილეობას. თუ ასეა, ჩვენ გვექნება იქ შეხვედრის შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გავაგრძელებთ სატელეფონო დიპლომატიის წარმოებას რუსეთთან. ვიმედოვნებთ, რომ შუამავლობაში წარმატებას მივაღწევთ“, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა დაამყარა. მისი თქმით, ამის გარეშე “კვების გარიგებაში” რუსეთის დაბრუნება შეუძლებელი იქნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები