Bloomberg: ვლადიმერ პუტინი ინდონეზიაში „დიდი ოცეულის“ სამიტს არ დაესწრება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მომდევნო კვირაში ინდონეზიაში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტს არ დაესწრება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კრემლი პუტინის ნაცვლად სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს გაგზავნის.

შეგახსენებთ, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტი ინდონეზიაში 15-16 ნოემბერს გაიმართება. როგორც ცნობილია, აღნიშნულ სამიტს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები