უკრაინა ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონს ბრძოლის გარეშე ტოვებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პოდოლიაკი აღნიშნავს, რუსეთის დაჯგუფების მნიშვნელოვანი ნაწილი ქალაქშია და რეგიონში დამატებითი რეზერვები ჩადიან.
„ქმედებები სიტყვებზე უფრო ხმამაღლა საუბრობენ. უკრაინა ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონს ბრძოლის გარეშე ტოვებს. რუსეთის დაჯგუფების მნიშვნელოვანი ნაწილი ქალაქშია და რეგიონში ჩადიან დამატებითი რეზერვები. უკრაინა ტერიტორიებს დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით ათავისუფლებს და არა სატელევიზიო განცხადებებზე“, – წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხერსონიდან რუსული ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.