რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხერსონიდან რუსული ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.
როგორც რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი უკრაინაში შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ჯგუფის მეთაურის, სერგეი სუროვიკინის დღევანდელი მოხსენება გახდა.
„დაიწყეთ ჯარების გაყვანით და მიიღეთ ყველა ზომა, რათა უზრუნველყოთ პერსონალის, იარაღისა და აღჭურვილობის უსაფრთხო გადაყვანა მდინარე დნეპრის გავლით“, – აღნიშნა შოიგუმ.
ცნობისთვის, დღეს გენერალმა სერგეი სუროვიკინმა შექმნილი ვითარება შეაფასა და რუსეთის თავდაცვის მინისტრს შესთავაზა, რომ ხერსონის ოლქში ჯარები მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადაიყვანონ.