ხერსონის ოლქის ე.წ. ხელმძღვანელის მოადგილე დაიღუპა
ხერსონის ოლქის ე.წ. ხელმძღვანელის მოადგილე, კირილ სტრემუსოვი ავტოავარიაში დაიღუპა.
როგორც რეგიონის ადმინისტრაციის საოკუპაციო აპარატში განაცხადეს, მისი მძღოლი გადარჩა.
სტრემუსოვი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხერსონის დაკავების შემდეგ ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილედ დაინიშნა.
ხერსონის ოლქი 30 სექტემბერს გამართული ე.წ. რეფერენდუმის შედეგად რუსეთის შემადგენლობაში შევიდა.