ირანის არმია საპროტესტო აქციების ჩასახშობად მზადყოფნას გამოთქვამს

ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის შესაბამისი ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, არმია მზად არის – ჩაახშოს ის არეულობები, რომლებიც სექტემბრის შუა რიცხვებიდან მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა.

ამის შესახებ ირანის არმიის სახმელეთო ძალების მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა, კიუმარს ჰეიდარმა განაცხადა, – იტყობინება Entekhab-ი.

„თუ ახლა ამ ადამიანებს ისე არ ექცევიან, როგორც ამას რევოლუციური წრეები მოითხოვენ, ეს მხოლოდ უმაღლესი მთავარსარდლის გადაწყვეტილებაა. თუმცა, როგორც კი ის გასცემს ბრძანებას, ეჭვგარეშეა, რომ აქციის მონაწილეებისთვის ქვეყანაში თავშესაფარი აღარ დარჩება“, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები