ლიბერთის ბარათით გადახდისას ‘ზოდი’-ში ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება!

11 და 12 ნოემბერს ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack ლიბერთის ნებისმიერი ბარათის მფლობელს ახალ აქციას სთავაზობს: ‘ზოდის’ ფილიალებში ნებისმიერი პროდუქციის შეძენისას, გადახდილი თანხის 30% ანგარიშზე მომენტალურად დაბრუნდება.

ზოდის ფილიალები, რომლებშიც მომხმარებელი შეძლებს აქციით სარგებლობას: · თბილისი, ნონა გაფრინდაშვილის N 11 · რუსთავი, ლეონიძის N 20ა · მარნეული, სულხან-საბას N 13 · გორი, ცხინვალის გზატკეცილი N 33 · ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი N 20 ‘ზოდი’-ში 30% ქეშბექის მისაღებად საკმარისია ქეშბექის ვებ გვერდზე www.cashback.ge ან მობილურ აპლიკაციაში ზოდის შეთავაზების აქტივაცია და ლიბერთის ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე გადახდა.
აქციის ფარგლებში, ლიბერთის ‘ახალი’ ბარათით გადახდისას აქციის ქეშბექს +10% ქეშბექიც დაემატება. მათთვის, ვისაც ჯერ არ აქვს ‘ახალი’ ბარათი, 21 ნოემბრის ჩათვლით განსაკუთრებული პირობები მოქმედებს: akhalibarati.ge ლიბერთის ნებისმიერი ბარათით გადახდისას CashBack ლიმიტი 1000 ლარია, ხოლო ‘ახალი’ ბარათით გადახდის შემთხვევაში – 1050 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები