ნენსი პელოსი კონგრესის ახალ შემადგენლობაში შევა – მან რესპუბლიკელი კანდიდატი 82%-ით დაამარცხა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ამჟამინდელი სპიკერი, ნენსი პელოსი კონგრესის ახალ შემადგენლობაში იქნება.

NBC News-ის ინფორმაციით, ქალაქ სან-ფრანცისკოში, თავის ოლქში პელოსი რესპუბლიკელ კანდიდატს 82%-ით ამარცხებს.

პელოსი წარმომადგენელთა პალატაში 1987 წლიდან იმყოფება.

რაც შეეხება აშშ-ის შუალედურ არჩევნებს, რომელიც 8 ნოემბერს ჩატარდა და ხმების დათვლა ამჟამადაც მიმდინარეობს, რესპუბლიკური პარტია წარმომადგენელთა პალატაში ლიდერობს 192- 168, ხოლო სენატში, ამ წუთის მდგომარეობით, დემოკრატები ლიდერობენ: 48-47 ის წინააღმდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები