დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგად, „რესპუბლიკელებისთვის“ „შესანიშნავი ღამე“ დადგება
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგად, „რესპუბლიკელებისთვის“ „შესანიშნავი ღამე“ დადგება.
„ვფიქრობ, რომ ძალიან მშვენიერი ღამე გვექნება და ეს საინტერესოა“, – დასძინა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს, რომლის შედეგმა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში ძალთა ბალანსზე შესაძლოა, მნიშვნელოვნად იმოქმედოს.