უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უმაღლეს რადას ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გახანგრძლივებას სთავაზობს.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საერთო მობილიზაცია კიდევ 90 დღით, 2023 წლის 19 თებერვლამდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საომარი მდგომარეობა ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ დღეს – 2022 წლის 24 თებერვალს დაწესდა.
საბჭომ საომარი მდგომარეობა ორჯერ 30 დღით და ორჯერ 90 დღით გაახანგრძლივა. ამჟამად, მისი მოქმედების ვადა 21 ნოემბრამდე მოქმედებს.