ელისო ბოლქვაძე ისლანდიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ისლანდიის ალთინგის იურიდიულ საკითხთა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს ბრუნდის ჰარალდსდოტორს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და ახალგაზრდების ხელშეწყობის შესახებ ისაუბრეს.
„ასევე, განვიხილეთ კულტურის კომიტეტსა და შესაბამის სამინისტროს შორის კოორდინაციის ასპექტები. ვისაუბრეთ პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაზე კულტურის სფეროში“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.