ირანში, მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო დაწყებულ საპროტესტო აქციებს, ჯამში, 321 მომიტინგე ემსხვერპლა

ირანში საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე 321 მონაწილე და პოლიციის 38 თანამშრომელი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაღუპულთა შორის 50 არასრულწლოვანია.

ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების ყველა მონაწილე უმკაცრესად დაისჯება და სასამართლო ამ პროცესში ჩართული ყველა პირის ვინაობას დაადგენს. ირანში ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები ტარდება 1979 წლიდან, როდესაც ისლამური რევოლუციის შედეგად ქვეყნის ხელისუფლებაში სულიერი ლიდერები მოვიდნენ. პროტესტი უკვე 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ირანში საპროტესტო აქციები მას შემდეგ იმართება, რაც 13 სექტემბერს “მორალის პოლიციამ” 22 წლის მაჰსა ამინი ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა. ​მაჰსა ამინის ორი საათის განმავლობაში აწამებდნენ, მას თავში სასტიკად ურტყამდნენ და აშინებდნენ. ამინის ტვინისა და გულის შეტევა დაემართა და კომაში ჩავარდა. ის საავადმყოფოში 16 სექტემბერს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები