რუსი სამხედროებისთვის ზამთრის ფორმას ჩრდილოეთ კორეაში კერავენ
ჩრდილოეთ კორეაში რამდენიმე ქარხანამ რუსი სამხედროებისთვის ზამთრის ფორმების დამზადება დაიწყო, ამისთვის მასალებს ქარხნებს რუსეთი აწვდის.
ამის შესახებ Radio Free Asia ჩრდილოეთ კორეაში წყაროებზე დაყრდნობით წერს.
არსებული ინფორმაციით, რუსი სამხედროებისთვის ფორმების შეკერვა ფხენიანში მდებარე სამმა და სხვა ტერიტორიებზე ქარხნების დაუზუსტებელმა რაოდენობამ დაიწყო.
შეკერილ საცვლებს, ფეხსაცმელს და ფორმას რუსეთში რკინიგზით აგზავნიან.
ცნობილია, რომ ერთ-ერთი ქარხანა მუშაობას უკვე ერთი თვეა, რაც შეუდგა.
რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ კორეაში რუსეთის საელჩოში განაცხადეს, რომ ქვეყნიდან ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ყიდვით არიან დაინტერესებულნი.