ადვოკატის თქმით, სააკაშვილს, სავარაუდოდ, ტუბერკულოზი, დემენცია და კიდევ 34 დაავადება აქვს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მესამე პრეზიდენტს, სხვა 34 დაავადებასთან ერთად, სავარაუდოდ, ტუბერკულოზი და დემენცია აქვს.

როგორც უფლებადამცველი ამბობს, ეს მედიკოსების ეჭვია და მიმდინარეობს ამ მიმართულებით მუშაობა.

„სავარაუდო დიაგნოზებზეა საუბარი, ჯერჯერობით, საბოლოოდ დადგენილი არ არის, ველოდებით. ეს არის ეჭვი და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. ვგულისხმობ დემენციას და ტუბერკულოზს და კიდევ 34 დაავადებაზეა საუბარი“, – ამბობს ხაჭაპურიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები