გია ვოლსკი – ნიკა გვარამიაზე: დანაშაული, რაზეც საუბარია, არანაირ პოლიტიკურ გარემოებებს არ ეხება

“არ შეიძლება, ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარი იყოს, რადგან დანაშაული, რაზეც არის საუბარი, არანაირ პოლიტიკურ გარემოებებს არ ეხება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკა და მედიასაშუალება ის ადგილი არ არის, რომელიც ადამიანს თავშესაფრად გამოადგება, თუკი მას კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი.

“არც ნიკა გვარამიას და არც მის თანაგუნდელებს არასდროს დაუმალავთ, რომ საჭირო იყო ქართული საზოგადოების გაწვრთნა და ჭკუაზე მოყვანა. პოლიტიკა და მედიასაშუალება ის ადგილი არ არის, რომელიც ადამიანს თავშესაფრად გამოადგება, თუკი მას კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი. როგორი ბექგრაუნდიც არ უნდა ჰქონდეს ამა თუ იმ პიროვნებას, დანაშაული არის დანაშაული. სამწუხაროა, რომ დანაშაული ჩადენილია მაშინ, როცა “რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საერთაშორისო პოლემიკა და ბოლოს სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები