“ვხედავთ რამდენიმე ევროპარლამენტარს, რომელთაც, სამწუხაროდ, საქართველოს მიმართ აქვთ ერთადერთი დამოკიდებულება და ეს არის მეგობრობა მიხეილ სააკაშვილთან. მეგობრობა მიხეილ სააკაშვილთან ავტომატურად ნიშნავს, რომ ეს არ არის მეგობრობა საქართველოსთან”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარია ერთი რამ – ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების პროგრესს აფასებს ევროკომისია და არა – ევროპარლამენტი.
“გუშინაც ვთქვი, რომ ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს – იგივე სცენარი, იგივე რეჟისორი, იგივე მსახიობები, იგივე არსი, რაც ამ ყველაფერშია ჩადებული. ჩვენ ვხედავთ და მთელი საზოგადოება თვალყურს ადევნებდა, როგორ ხდებოდა ეს – ერთის მხრივ, მომზადდა რეზოლუციის პროექტი, რომელიც მომხსენებელმა, პარლამენტის წევრმა მოამზადა, რომელიც დაკავებულია საქართველოს საკითხებით. ვნახეთ, რომ შემდეგ ამ პროექტზე მოხდა ინიცირება სხვადასხვა შესწორების იმავე ხალხის მიმართ, ვინც ცნობილი არიან საკუთარი დამოკიდებულებით საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ.
რა თქმა უნდა, ეს საწყენია, რადგან ვხედავთ რამდენიმე ევროპარლამენტარს, რომელთაც სამწუხაროდ, საქართველოს მიმართ აქვთ ერთადერთი დამოკიდებულება და ეს არის მეგობრობა მიხეილ სააკაშვილთან. მეგობრობა მიხეილ სააკაშვილთან ავტომატურად ნიშნავს, რომ ეს არ არის მეგობრობა საქართველოსთან. ამ სამწუხარო რეალობის მომსწრენი ვართ ამ დისკუსიის ფარგლებში, ვნახოთ, შემდეგ რას გაითვალისწინებს პარლამენტი, თუმცა ეს არის გატკეპნილი გზა, რომლის მომსწრეც არაერთხელ ვიყავით. მთავარია ერთი რამ – ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების პროგრესს აფასებს ევროკომისია და არა – ევროპარლამენტი. ჩვენ რამდენჯერმე სპეციალურად დაგვიდასტურეს, რომ ამ მხრივ ევროპარლამენტარების დამოკიდებულებებს, განცხადებებს თუ ა.შ. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს პროგრესის შეფასებით კუთხით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.