გია ცაგარეიშვილი: მთელი ძალისხმევაა ჩართული, რომ ევროპელი ლობისტების გამოყენებით როგორმე დააკნინონ, დაამცირონ ქვეყანა
“წარმოუდგენელია, ასე მტრობდე შენ ქვეყანას, ასე აფერხებდე საქართველოს ევროპულ არჩევანს და გზას. როცა ვასრულებთ ამ რეკომენდაციებს, მაშინ შენ ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ როგორმე სხვა თვალთახედვით წარმოაჩინო შენი ქვეყანა, ძირი გამოუთხარო შენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მისამართით განაცხადა.
“მე ვფიქრობ, ისინი სწორედ რომ რუსულ საქმეს აკეთებენ საქართველოში, მთელი ძალისხმევა არის იმაში ჩართული, რომ ევროპელი ლობისტების გამოყენებით როგორმე დააკნინონ, დაამცირონ ქვეყანა – თავს ლაფი დაასხა საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტს, ამაზე ხელი მოითბო და შემდეგ ამ ადამიანების გამოყენებით როგორც მოხვიდე ხელისუფლების სათავეში”, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.