„მსოფლიო კლიმატური ჯოჯოხეთისკენ მიმავალ გზატკეცილზეა“ – ანტონიო გუტერეში

Berlin, Germany - November 04: Antonio Guterres, High Commissioner for Refugees of UNHCR, attends a press conference in german foreign office on November 04, 2015 in Berlin, Germany. (Photo by Michael Gottschalk/Photothek via Getty Images)

კაცობრიობა კლიმატური ჯოჯოხეთის მიმავალ გზატკეცილზეა, – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ეგვიპტეში, გაეროს კლიმატურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვინც ამ ბრძოლაში დანებდება, აუცილებლად წააგებს.

„ჩვენი სიცოცხლისთვის ვიბრძვით და ვმარცხდებით. ჩვენი პლანეტა სწრაფად უახლოვდება გარდატეხის წერტილს, რაც კლიმატის ქაოსს შეუქცევადს გახდის. ჩვენ კლიმატური ჯოჯოხეთისკენ მიმავალ გზატკეცილზე ვართ და ფეხი ჯერ კიდევ აქსელერატორზე გვაქვს მიბჯენილი.

შესაძლებლობების ფანჯარა ღია რჩება, თუმცა სინათლის მხოლოდ ვიწრო სხივი რჩება. რაც შეეხება კლიმატისთვის გლობალურ ბრძოლაში გამარჯვებას ან მარცხს, ეს ამ ათწლეულში მოხდება. ერთი რამ ცხადია: ვინც დანებდება, აუცილებლად წააგებს“, – განაცხადა გუტერეშმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები