უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, 76 460 რუსი ოკუპანტია ლიკვიდირებული, მხოლოდ ბოლო ერთ დღეში 530 “რაშისტია” განადგურებული.
განახლებულ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი აქვეყნებს.
რაც შეეხება ტექნიკის დანაკარგს: განადგურებულია 2771 ტანკი; 5630 ჯავშანტექნიკა; 1782 საარტილერიო სისტემა; 391 საზენიტო-სარაკეტო სისტემა; 202 საჰაერო თავდაცვის სისტემა; 277 თვითმფრინავი; 260 ვერტმფრენი; 1472 დრონი; 399 ფრთოსანი რაკეტა; 16 გემი / ნავი; 4199 საავტომობილო ტექნიკა და ცისტერნა; 157 სპეცტექნიკა.