გიორგი კეკელიძე: 12 წარჩინებული სტუდენტი ნეაპოლში, “ნაპოლის” თამაშზე გაემგზავრება და ხვიჩა კვარაცხელიასაც მოინახულებს

“გრანდიოზული ამბავი: 12 წარჩინებული სტუდენტი ნეაპოლში, “ნაპოლის” თამაშზე გაემგზავრება და ხვიჩა კვარაცხელიასაც მოინახულებს. მათთან ერთად მეც ვიქნები”, – ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.

“გარდა ამისა, 100 საუკეთესო სტუდენტს ,,გალფის,, სტიპენდია დაენიშნება, თვეში 300 ლარის ოდენობით. ეს დიდი საჩუქარი კომპანია ,,გალფის,, და არველაძეების ფონდის ხელშეწყობით გაიმართა, განათლების სამინისტროს ხელშეწყობით და ამერიკის საელჩოს თანადგომით”, – წერს გიორგი კეკელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები