ბაღდადში, სუნამოების საწყობში ხანძრის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, სუნამოების საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად 32 ადამიანი დაშავდა.
სააგენტო INA-ს ცნობით, ხანძარი ვაზირიას რაიონში მდებარე სამსართულიან შენობაში გაჩნდა.
ცეცხლის ქრობის დროს შენობის ნაწილი ჩამოინგრა, ნანგრევების ქვეშ ათი ადამიანი რჩება.
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
ხანძრის ლოკალიზება რამდენიმესაათიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ მოხერხდა.