იაპონიაში ფრინველის გრიპის აფეთქებაა

იაპონიის ჩრდილოეთ კუნძულ ჰოკაიდოზე ფრინველის გრიპის გავრცელების გამო, დაახლოებით, 150 ათასი ქათმის განადგურება იგეგმება.

ამის შესახებ სააგენტო ​Kyodo წერს.

აღნიშნულია, რომ ერთ-ერთ ფერმაში 60 მკვდარი ფრინველი აღმოაჩინეს. გენეტიკურმა ანალიზმა ფრინველის გრიპის მაღალი პათოგენური შტამის არსებობა დაადასტურა.

კუნძულზე ქათმებისა და კვერცხების ტრანსპორტირებისთვის 3-კილომეტრიან ზონაში კარანტინი დაწესდა, ასევე, აიკრძალა ქათმებისა და კვერცხის ექსპორტი 10-კილომეტრიანი ზონის გარეთ.

შემოდგომიდან ფრინველის გრიპის აფეთქება დაფიქსირდა ოკაიამას, კაგავას და ჰოკაიდოს პრეფექტურებში.

იაპონიაში მიმდინარე შემოდგომას ქათმის გრიპის პირველი შემთხვევა ორი კვირის წინ დაფიქსირდა. ამ პერიოდიდან სულ 2,4 მილიონი ქათამია მოკლული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები