ტანზანიაში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდეა გაზრდილი
ტანზანიაში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდეა გაზრდილი, 26 დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გაზეთი – Citizen-ი ავრცელებს.
დაღუპულთა შორის ეკიპაჟის წევრებიც არიან.
თვითმფრინავი PW 494-5H-PWF, რომელიც დარ-ბუკობა-მვანზას რეისს ასრულებდა, ვიქტორიას ტბაში 6 ნოემბერს ჩავარდა. ბორტზე 43 ადამიანი: მგზავრები და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ.
ავარიის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
დაწყებულია გამოძიება.