ახალგაზრდული პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის სხდომაზე ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მოუსმინეს

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებულ ახალგაზრდული პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, იოსებ ნანობაშვილს მოუსმინეს, რომელმაც პროექტის – „ახალგაზრდობის საკითხებზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობის შეფასება ამ სფეროში საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო საკანონმდებლო ვალდებულებებთან” მიმდინარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ მოცულობითი სამუშაო ჩაატარა და რამდენიმე რეკომენდაცია მოამზადა.

მისი ინფორმაციით, შესრულებული სამუშაოების შედეგად, ევროპული ქვეყნების გამოცდილების შესწავლის საფუძველზე, სამი მიდგომა გამოიკვეთა. ახალგაზრდობის საკითხებზე საქართველოს საკანონმდებლო ბაზის შექმნა, დოკუმენტების შესწავლა-ანალიზი, რომლებიც ახალგაზრდობის სექტორში იმ კონკრეტულ სამართლებრივ აქტებს შეიცავს, რომელთა მიმართაც საქართველოს ვალდებულებები აქვს აღებული და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტისთვის რეკომენდაციების მომზადების მიმდინარეობა. იოსებ ნანობაშვილმა თითოეულ მიდგომასთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრა და დისკუსიის რეჟიმში, სამუშაო ჯგუფის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

„სამუშაო ჯგუფის ფორმატი ჯგუფის წევრებს საშუალებას გვაძლევს ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელ პირებთან აქტიური კომუნიკაცია ვაწარმოოთ და მსჯელობის და დისკუსიის შედეგად, განვიხილოთ ყველა ის იდეა და რეკომენდაცია, რომლებიც ახალგაზრდობის მიმართულებებს მოიცავს”, – განაცხადა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ.
მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტებით, 2023 წლის საგაზაფხულო სესიისთვის კომიტეტი ვრცელ ცვლილებათა პაკეტს დააინიცირებს, რომლის მიხედვითაც ასოცირების ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე სამართლებრივი ჩარჩო შეიქმნება. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გივი მიქანაძემ სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგის და განვითარების საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე, კომიტეტის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.
მისი განცხადებით, სამუშაო ჯგუფი, რომელიც კომიტეტის საკონსულტაციო ორგანოს წარმოადგენს, პარლამენტის რეგლამენტთან შესაბამისობაშია მოყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები