ანრი ოხანაშვილი: ამომრჩევლის მიმართ პატივისცემა არ აქვთ,  „ნაცმოძრაობამ“ უნდა იდარდოს, რა ხდება მათ რიგებში

ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს პოლიტიკური კულტურის შეგნებაზე და მეტყველებს იმაზე, რამდენად სცემენ პატივს პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები მათ ამომრჩეველს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ნონა მამულაშვილის გადაწყვეტილებას პარლამენტისა და „ნაციონალურ მოძრაობის“ დატოვების შესახებ.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა იდარდოს, რა ხდება მათ რიგებში.

„სერიოზული პრობლემა და გამოწვევაა-მეთქი, რომ გითხრათ, ალბათ, გამიგებთ, რომ ასე არ არის. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს პოლიტიკური კულტურის შეგნებაზე და მეტყველებს იმაზე, რამდენად სცემენ პატივს პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები მათ ამომრჩეველს. ერთ დღეს ვიღაცას უბრალოდ აღარ მოუნდა პარლამენტში ყოფნა, დაიღალა. ოღონდ მუშაობით კი არ დაიღალნენ, არ ვიცი, რით დაიღალნენ და გადაწყვიტეს, აღარ სურთ, იმ ხალხის ინტერესები წარმოადგინონ, ვინც მათ ხმა მისცა. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს, იმაზეც, თუ რატომ აქვთ ასეთი რეიტინგები, მეტყველებს მათ პოლიტიკურ შეგნებაზე. ამომრჩევლის მიმართ პატივისცემა არ აქვთ. დანარჩენი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა იდარდოს, რა ხდება მათ რიგებში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები