გია ცაგარეიშვილი: სააკაშვილის აყროლებული ფულის სუნი მთელმა საქართველომ ვიგრძენით
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის დამძიმების საკითხს უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი ეხმაურება.
როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სააკაშვილს ფულს სუნი ასდის, თუმცა ის ისე აყროლდა, რომ სუნი მთელმა საქართველომ იგრძნო.
„როგორც ჩანს, სააკაშვილის ფული ყარდა, ამბობენ, ფული არ ყარსო, სუნი არ ასდისო, მაგრამ სააკაშვილის ფულს სუნი ასდის და ძალიან აყროლდა, ისე აყროლდა და ისეთი სუნი აუვიდა, რომ მთელმა საქართველომ ვიგრძენით. ჩვენ კარგად უნდა გავაცნოთ საერთაშორისო საზოგადოებას, ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, მათ ხელმძღვანელებს, თუ ვინ იყო სააკაშვილი“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.