ტრამპის განცხადებით, აშშ-მა და ვენესუელამ ნავთობის შესახებ უვადო შეთანხმებას მიაღწიეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა და ვენესუელამ ნავთობის შესახებ უვადო შეთანხმებას მიაღწიეს.

ნავთობკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ტრამპმა ხაზი გაუსვა პრინციპს „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ და ვენესუელის ნავთობთან დაკავშირებული გეგმები წარადგინა.

„თუ ამას დააკვირდებით, ჩვენ ვიღებთ იმას, რაც წაგვართვეს. მათ წაგვართვეს ჩვენი ნავთობის ინდუსტრია“, – თქვა თეთრი სახლის ლიდერმა.

აშშ-ის პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ ვენესუელა, რომლის ლიდერიც ცოტა ხნის წინ თანამდებობიდან გადააყენა, დათანხმდა პირობებს, რომლის მიხედვითაც აშშ-ს შეუძლია „დაუყოვნებლივ“ დაიწყოს ვენესუელური ნედლი ნავთობის 50 მილიონ ბარელამდე გადამუშავება და გაყიდვა, „რაც განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები