თემურ მღებრიშვილი: „კიდობანში“ ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია – შენობიდან დაახლოებით 20 მოქალაქის უსაფრთხოდ ევაკუაცია მოხდა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თეიმურაზ მღებრიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის, სავაჭრო ცენტრ „კიდობანში“ ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.
მისი თქმით, შენობიდან დაახლოებით 20 მოქალაქის უსაფრთხოდ ევაკუაცია მოხდა, დაშავებული არავინაა.
„ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ხანძრის შეტყობინების შემდეგ, დაახლოებით, 5 წუთში გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები. მობილიზებული იყო 17 სახანძრო სპეცტექნიკა. შენობიდან მოხდა დაახლოებით 20 მოქალაქის უსაფრთხოდ ევაკუაცია. დაშავებული არავინ არ არის, დამწვარია სარესტორნო ფართის დაახლოებით 300 კვადრატული მეტრი“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.