წყალტუბოს გადასახვევი-მელეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ1-კმ124 (წყალტუბოს გადასახვევი-მელე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შესაბამის ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.