“2006 წელს შრომის ინსპექციის სამსახურის გაუქმებას ხელი მე მოვაწერე – იმედი მაქვს, კიდევ ერთხელ მექნება ბედნიერება, ამ სამსახურის გაუქმებაში მივიღო მონაწილეობა” – ვახტანგ მეგრელიშვილი

მინდა, სიამაყით გითხრათ, რომ 2006 წელს შრომის ინსპექციის სამსახურის გაუქმებას მინისტრის ნაცვლად ხელი მე მოვაწერე და ამით ბედნიერი ვიყავი – იმედი მაქვს, კიდევ ერთხელ მექნება ბედნიერება ამ სამსახურის გაუქმებაში მივიღო მონაწილეობა, – ეს განცხადება “გირჩის“ დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც მთავარმა შრომის ინსპექტორმა სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

როგორც მეგრელიშვილი განმარტავს, ორ თავისუფალ ადამიანს შეუძლია, სრულიად თავისუფლად ითანამშრომლოს და მათ შუაში სახელმწიფო არ უნდა იდგეს.

“2006 წელს სამსახური ვითომ იმ მიზეზით გაუქმდა, რომ იქ კორუფცია იყო. სინამდვილეში, კორუფცია არაფერ შუაში იყო. იმ ადამიანებმა, რომლებმაც იფიქრეს და იზრუნეს, რომ ასეთი სამსახური არ სჭირდებოდათ, სამსახური გააუქმეს არა იმიტომ რომ იქ ვიღაც ფულს იპარავდა, არამედ იმიტომ, რომ ორ ადამიანს შორის ჩამდგარი სახელმწიფო არ არის სწორი. იმედი მაქვს, რომ კიდევ ერთხელ მექნება ბედნიერება – არ ვიცი, რა ფორმითა და სტატუსით – ამ სამსახურის გაუქმებაში მივიღო მონაწილეობა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები