ომბუდსმენობის კანდიდატმა, ნიკოლოზ ნიკოლაძემ კანდიდატურა მოხსნა

სახალხო დამცველობის კანდიდატმა, ნიკოლოზ ნიკოლაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, მისთვის პარლამენტს დღეს უნდა მოესმინა.

ამ წუთებში, პარლამენტში ქეთი ჩაჩავას უსმენენ, რომელმაც დეპუტატებს საკუთარი ხედვა უკვე წარუდგინა, ახლა კი კანონმდებლების კითხვებს პასუხობს.

ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი, სტატუსის მინიჭება, რეკომენდაციების შესრულება, 2020 წლის არჩევნები, 5-6 ივლისის მოვლენები, სასამართლოში არსებული გამოწვევები და საპატრიარქოს როლი – ეს ის თემებია, რაზეც დეპუტატებს ომბუდსმენობის კანდიდატთან აქვთ კითხვები.

სახალხო დამცველის არჩევის ვადის ამოწურვამდე თვეზე ნაკლები რჩება. შეჯერდებიან თუ არა მმართველი პარტია და ოპოზიცია საერთო კანდიდატზე, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები