“დასაქმებულთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, 25 თებერვლიდან კომპანიას არ უწარმოებია თამბაქოს ნაწარმის არცერთი სახეობა” – “ფილიპ მორისი უკრაინა”-ს განცხადება

სააქციო საზოგადოება “ფილიპ მორისი უკრაინა” მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში
“თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარის, გიორგი ბახტურიძის განცხადებას ეხმიანება.

კომპანიის ცნობით, უკრაინაში, ხარკოვის ტერიტორიაზე მდებარე ქარხნებში თამბაქოს წარმოება ომის გამო შეჩერებულია და 2022 წლის 25 თებერვლიდან თამბაქოს არცერთი სახელბა არ უწარმოებია.

“სააქციო საზოგადოება „ფილიპ მორის უკრაინა“ (შემდგომში მოხსენიებული როგორც „კომპანია“) გაცნობებთ, რომ 2022 წლის 25 თებერვლიდან, კომპანიამ დროებით შეწყვიტა ხარკოვის რეგიონში, ხარკოვის რაიონის სოფელ დოკუჩაევსკში, პოლიოვის ქუჩა N1-ში (62482) მდებარე ქარხნებისა და საწარმოების ფუნქციონირება.

დასაქმებულთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, 2022 წლის 25 თებერვლიდან კომპანიას არ უწარმოებია თამბაქოს ნაწარმის არცერთი სახეობა/ კოლოფი, მათ შორის არც ე.წ. სტანდარტიზებული თამბაქოს კოლოფი როგორც უკრაინის ბაზრისთვის, ასევე, საექსპორტო მიზნებისთვის, მათ შორის არც ისრაელის ბაზრისთვის”, – აცხადებენ კომპანიაში.

ცნობისთვის, გიორგი ბახტურიძემ “კვირას” პრესკლუბში თამბაქოს სადა შეფუთვით წარმოებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მწარმოებელი რომელსაც ქარხნები ხარკოვში ჰქონდა, სხვა კომპანიას შეუთანხმდა და წარმოება კიევთან ახლოს მდებარე ქარხნებში გადაიტანა:

“კოლოფი ჩვენთანაც ერთფეროვანი იქნება, მასზე სამედიცინო გაფრთხილება იქნება დატანილი. მე გაჩვენებთ ისრაელის კოლოფს. რატომ ვაჩვენებ ამ კოლოფს: თამბაქოს ინდუსტრია ახლაც მანიპულირებს, რომ, თითქოს, უკრაინაში მიმდინარე ომი ასეთი ტიპის ნაწარმის შემოტანას ხელს უშლის, მინდა, გითხრათ, რომ ეს კოლოფები უკრაინაში იწარმოება, ომიანობის პერიოდშიც მწარმოებელი, რომელსაც ქარხანა ხარკოვში ჰქონდა, სხვა მწარმოებელს შეუთანხმდა და ამ პროდუქტს კიევთან ახლოს მდებარე ქარხანაში ამზადებენ, როგორც საქართველოსთვის, ისე ისრაელისთვის. ისრაელში სადა შეფუთვის ნორმა ჩვეულებრივად მოქმედებს”, – განაცხადა ბახტურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები