წულუკიანი: აუხსნან ხალხს, რატომ დახარჯეს საკუთარი ინტერესებისა და მეგობრებისთვის ხალხის თანხები

  იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისთვის ბრალის დამძიმების ფაქტს გამოეხმაურა.
“ზოგადად, წარმომადგენლობითი ხარჯი ის ხარჯია, რომელსაც თანამდებობის პირი სახელმწიფოს ინტერესებისთვის სწევს. ალბათ, წარმომადგენლობით ხარჯად ვერ ჩაითვლება სახელმწიფოს თანხების მოხმარება, რბილად რომ ვთქვათ, საკუთარი მიზნებისათვის. აქედან გამომდინარე, არ მიკვირს, რომ პროკურატურას აქვს ლეგიტიმური კითხვები და ეს კითხვები ბრალის წაყენებაში გამოხატა. მეუხერხულება კიდეც დავწვრილმანდე და ხაზი გავუსვა იმ ხარჯებს და ხარჯების მიზნებს, რაც გაწეულია ყოფილი პრეზიდენტისა და სხვა მაღალჩინოსნების მიერ, ფარული გრიფის ქვეშ. ვიტყოდი, რომ სირცხვილია, თუკი დადგინდა, რომ ეს ასეა. პროკურატურამ ჩათვალა, რომ ბრალის წაყენებისთვის საკმარისი მტკიცებულებები არსებობს, გრიფი მოხსნილია კანონით დადგენილი წესით და ახლა უკვე ყველამ სასამართლოს წინაშე უნდა იმართლოს თავი და ხალხს აუხსნან, რატომ გასწიეს საკუთარი ინტერესებისა და მეგობრებისთვის ხალხის ჯიბიდან ამოღებული თანხები”, – განუცხადა ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები