უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა.
ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, დაღუპულის ვინაობას ჯერჯერობით არ ვასაჯაროებთ.
უკრაინაში, ომის დაწყების დღიდან, რუსეთის საოკუპაციო ძალების იერიშებს უკვე 24 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.