“ხაშის”, “ბორჯომის”, “ლიკანის” და “ნაბეღლავის” რეალიზებისთვის აფხაზეთში ინდმეწარმეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმეა აღძრული
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.გენერალურმა პროკურატურამ, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად, ქართული პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე, მაღაზიები შეამოწმა.
აუდიტი ჩაუტარდა სურსათის მაღაზიებს გუდაუთის, გაგრის, ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში, ასევე, სოხუმში, სადაც ამოღებულია პროდუქცია, რომლის ეტიკეტზე საქართველოს დროშაა დატანილი, რომლის ნაწილია აფხაზეთიც.
კერძოდ, ამოღებულია, კონსერვი „ხაში“ და „რუბეცი“ – 74 ქილა, რომლებიც სტავროპოლის მხარეშია წარმოებული; “ბორჯომი”, “ნაბეღლავი”, “ლიკანი”, “საირმე” – 11 ბოთლი;
„მოროზოვის“ ორცხობილის 8 შეფუთვა და მინი-ორცხობილის 8 შეკვრა, რომელთა იმპორტიორია შპს “კომპანია ორბიტა(თბილისი); ორცხობილა “მოროზოვი” – 13 შეკვრა.
აღნიშნულია, რომ ამ პროდუქციის იმპორტი “აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ისევე როგორც აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მათი რეალიზება” ინდივიდუალური მეწარმეების მიერ “საბაჟო საზღვარზე საქონლის გადატანის პროცედურის დარღვევით განხორციელდა, ამ პირების წინააღმდეგ აღძრულია ადმინისტრაციული საქმე”.